დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე, გიორგი ბაგრატიონი საქართველოში აშშ- ის საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე, გიორგი ბაგრატიონმა საქართველოში აშშ- ის მისიის ხელმძღვანელის მოადგილესთან, ქალბატონ რაიან ჰარისსა და აშშ-ის საელჩოს რეგიონალური უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან, ნიკოლას კიფთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრას ესწრებოდნენ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და ეროვნული საგანძურის დაცვის სამმართველოს უფროსი – პატრი დარბაისელი, საქართველოში აშშ-ის საელჩოს უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი – გიორგი უსანეთაშვილი და აშშ-ის საელჩოს უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი – დიანა როსტიაშვილი.
შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს აშშ-ის საელჩოსა და დაცვის პოლიციის დეპარტამენტს შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის საკითხები. ასევე, განიხილეს სამომავლო გეგმები და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები დასახეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები