არჩილ თალაკვაძე “სინოფარმის” ვაქცინით აიცრა (ფოტო)

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, არჩილ თალაკვაძე, მეუღლესთან ერთად, “სინოფარმის” ვაქცინით აიცრა.

ამის შესახებ თალაკვაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ვაქცინაცია პანდემიას დაასრულებს.

,,მე და ჩემმა მეუღლემ, ქეთიმ დღეს გავიკეთეთ covid19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა.

მისასალმებელია, რომ “სინოფარმის” ვაქცინით ჩვენთან ერთად ბევრი მოქალაქე აიცრა.

მადლობას ვუხდი ინფექციური პათოლოგიების ცენტრსა და მის სამედიცინო პერსონალს, ექიმებსა და ექთნებს, ვინც თვეების განმავლობაში კოვიდ-პანდემიასთან ბრძოლის წინა ხაზზეა. მათ გასაგებად აგვიხსნეს აცრებთან დაკავშირებული აუცილებელი ინფორმაცია და წესები.

ვაქცინაციით შეგვიძლია, დავასრულოთ პანდემია,” – წერს თალაკვაძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები