პალესტინის ლიდერი ამერიკასა და ისრაელს მიმართავს – “დაასრულეთ ოკუპაცია”

პალესტინის ლიდერი, მაჰმუდ აბასი აცხადებს, რომ იერუსალიმი პალესტინის გულია და არ იქნება მშვიდობა, უსაფრთხოება და სტაბილურობა, სანამ ის არ გათავისუფლდება ოკუპაციისგან.

“იერუსალიმი, რომელიც წითელი ხაზია, არის პალესტინის გული და სული. არასდროს იქნება მშვიდობა, უსაფრთხოება და სტაბილურობა, სანამ ის არ გათავისუფლდება ოკუპაციისგან. მივმართავ ამერიკასა და ისრაელს. წადით ჩვენგან, დაგვტოვეთ. ჩვენ არასდროს დავტოვებთ საკუთარ ქვეყანას. დაასრულეთ ოკუპაცია,”- აცხადებს პალესტინის ავტონომიის პრეზიდენტი, მაჰმუდ აბასი.

ისრაელის ქალაქებში იერიშების შედეგად დაღუპულთა რიცხვი უკვე 70-ს აჭარბებს. აქედან 7 ებრაელია. პალესტინაში ისრაელის იერიშს 17 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები