სალომე სამადაშვილი: საერთაშორისო პარტნიორებმა „ნაცმოძრაობას“ მოუწოდეს პარლამენტში შემოსვლისკენ, იმედი მაქვს, ისინი ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ

„ახლა რომ მოგვიწოდებთ, საგამოძიებო კომისიაში შემობრძანდითო, არ გვჭირდება თქვენ მიერ თქვენივე მოპარული არჩევნების მერე გასალამაზებლად შექმნილი რაღაც საგამოძიებო კომისია”, – ასე მიმართა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა უმრავლესობის წევრებს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

სამადაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ “ნაციონალური მოძრაობა” გაითვალისწინებს საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებებს და საკანონმდებლო ორგანოში შესვლის გადაწყვეტილებას მიიღებს.

„ახლა რომ მოგვიწოდებთ, საგამოძიებო კომისიაში შემობრძანდითო, არ გვჭირდება თქვენ მიერ თქვენივე მოპარული არჩევნების მერე გასალამაზებლად შექმნილი რაღაც საგამოძიებო კომისია. გითხრეს თქვენ, როგორი არჩევნებიც ჩაატარეთ – ლეგიტიმურობის ზღვარზე და ისიც გითხრეს, რომ ასეთ არჩევნებს ვეღარ ჩაატარებთ ამ ქვეყანაში. ამიტომ, აქ არ არის საჭირო ხმამაღალი განაცხადები იმაზე, რომ თურმე ქვეყანაში პოლიტპატიმრების გათავისუფლების გადასაფარად, აქ ხმამაღლა ისაუბროთ იმაზე, რაც ხდება სტრასბურგში. ნიკა მელიას მიესალმა სენატორი რიში, როგორც გათავისუფლებულ პოლიტპატიმარს და მიესალმნენ ევროპარლამენტის წევრები. დიახ, „ნაციონალურ მოძრაობას“ მოუწოდეს პარლამენტში შემოსვლისკენ და მე შემიძლია, ვთქვა, იმედი მაქვს, ისინი ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ და თქვენ შეგახსენეს, რომ თქვენი ვალდებულებები შეასრულოთ. რაღაც მომეჩვენა, რომ ხელწაკვრით დაიწყეთ საუბარი ამ მოლაპარაკებების მონაწილეებმა“, – განაცხადა სამადაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები