არჩილ თალაკვაძე: ოპოზიციას თუ კიდევ გაქვთ ბრალდება, მაშინ აიღეთ პასუხისმგებლობა, შემობრძანდით კომისიაში და გადაამოწმეთ თქვენი ბრალდება

“ოპოზიციას თუ კიდევ გაქვთ ბრალდება, მაშინ აიღეთ პასუხისმგებლობა, შემობრძანდით კომისიაში, გადაამოწმეთ თქვენი ბრალდება”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სხვა შემთხვევაში, ეს ბრალდება გაბათილდება.

„ოპოზიციამ არჩევნების მიმართ დააყენა ძალიან მძიმე, თუმცა, უსაფუძვლო, ცარიელი ბრალდება. მათ თქვეს, რომ არჩევნები გაყალბდა. ამის გადამოწმების ერთადერთი საშუალება გახლდათ გადათვლა, რომელზეც თქვეს უარი. შემდეგი საშუალება გახლდათ გამოძიება ამ საკითხის, რაზეც, როგორც ჩანს, კვლავ ამბობენ უარს. თუმცა, ამ კომისიაში ოპოზიცია იქნება წარმოდგენილი. ჩვენ შევეცდებით, საზოგადოებას მაქსიმალურად გამჭვირვალედ დავანახოთ, რომ იმთავითვე არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით დაყენებული ბრალდება გახლავთ უსაფუძვლო. ეს ემსახურებოდა ერთადერთს, როგორმე ძირი გამოეთხარა არჩევნებისთვის. ეს დაგმეს საერთაშორისო პარტნიორებმა, ასევე, საზოგადოებისთვის იყო მიუღებელი, მათ შორის, ოპოზიციის ამომრჩევლებისთვის. ოპოზიციას თუ კიდევ გაქვთ ბრალდება, მაშინ აიღეთ პასუხისმგებლობა, შემობრძანდით კომისიაში, გადაამოწმეთ თქვენი ბრალდება. სხვა შემთხვევაში, ეს ბრალდება გაბათილდება და ჩვენ მაქსიმალურად ვაჩვენებთ საზოგადოებას, რომ ეს იყო, რეალურად, არასწორი და უსაფუძვლო ბრალდება, რომელიც დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრას ემსახურებოდა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები