ღაზას სექტორში იერიშის შედეგად დაღუპულთა მონაცემი განახლდა

პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ისრაელსა და “ჰამასს” შორის 10 მაისის საღამოდან დაწყებული სარაკეტო იერიშების შედეგად, 83 პალესტინელია დაღუპული.

დაღუპულთა შორის 17 ბავშვია, ასევე, 487 პირი დაიჭრა.

თუმცა, ისრაელის არმიაში აცხადებენ, რომ დაღუპულთა შორის ათობით ტერორისტია, ასევე, ხაზს უსვამენ, რომ მსხვერპლის ნაწილი გამოწვეულია იმით, რომ ღაზას სექტორიდან გასროლილი რაკეტების ნაწილს ისრაელამდე არც მიუღწევია, მათსავე ტერიტორიაზე ჩავარდა და მსხვერპლი სწორედ ამან გამოწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები