თაკო ჩარკვიანი: სალომე სამადაშვილი „ლელო“-ში, ახლა იქნება: ო, ლელო, ლელო – იუმორი გადაგვარჩენს
პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერი, თაკო ჩარკვიანი სალომე სამადაშვილის „ლელოს“ ფრაქციაში გაერთიანებას „ფეისბუქზე“ ეხმაურება.
„სალომე სამადაშვილი „ლელო“-ში! როგორ არის ის სიმღერა?! ო, რერო რერო, ( გაგრძელება გახსოვთ ალბათ) ჰოდა, ახლა იქნება: ო, ლელო, ლელო… იუმორი გადაგვარჩენს“,- წერს თაკო ჩარკვიანი.
“ლელომ”, სალომე სამადაშვილმა, არმაზ ახვლედიანმა და შალვა შავგულიძემ საპარლამენტო ფრაქცია შექმნეს.