პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ისრაელის მხრიდან განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად 56 არაბია დაღუპული, მათ შორის 14 ბავშვია და 5 ქალი.
უწყების ინფორმაციითვე, დაბომბვების შედეგად 335 ადამიანია დაჭრილი.
რაც შეეხება ისრაელს, 10 მაისის 18:00 საათიდან დღემდე “ჰამასის” სარაკეტო იერიშებს 7 ადამიანი შეეწირა, მათ შორის ერთი ინდოეთის მოქალაქეა, 200-ზე მეტი დაშავდა.