“ისრაელში მცხოვრებ თანამემამულეებს გთხოვთ, გაითვალისწინეთ, დროებითი სიწყნარე არ ნიშნავს პრობლემის აღმოფხვრას, სარაკეტო თავდასხმები გაგრძელდება”, – ამის შესახებ ისრაელში საქართველოს ელჩი, ლაშა ჟვანია სოციალურ ქსელში წერს.
„ისრაელში მცხოვრებ თანამემამულეებს დაბეჯითებით გთხოვთ, გაითვალისწინეთ – დროებითი სიწყნარე არ ნიშნავს სერიოზული პრობლემის აღმოფხვრას. სარაკეტო თავდასხმები გაგრძელდება. აშკელონი, აშდოდი და შდეროთი ახლაც იბომბება.
დაანონსებულია სარაკეტო იერიში ღაზას სექტორიდან ისრაელის ცენტრის მიმართულებით. ქალაქები თელ-ავივი, ხულონი, რამლე, ბათ იამი, ლოდი, ჰერცელია, რიშონ ლეციონი, გივატაიმი, ბნეი ბრაკი, რამათ განი და მათი შემოგარენი დასახლებები რეალური საფრთხის ქვეშ იქნებიან
დღეს ბევრი გავიდა სამუშაოდ. გთხოვთ, თავი შეიკავეთ ისეთ მანძილზე გადაადგილებისგან, სადაც თავშესაფარი მიუღწევადია (ძირითადად, ტრასებზე).
17:30-მდე დავრუნდით საცხოვრებელ სახლებში.
თუ ვერ მოახერხებთ, დარჩით ახლანდელ ლოკაციაზე.
თვალყური ადევნეთ ინფორმაციებს.
არ შეიქმნათ ილუზია, რომ თქვენ გარშემო ახლა სიმშვიდეა და ასე შეიძლება, გაგრძელდეს.
ჩვენს ახლობლებს საქართველოსა და მსოფლიოში დიდი მადლობა თანადგომისთვის და გთხოვთ, საკუთარი ოჯახის წევრებთან დაკავშირებისას არ იკითხოთ „როგორ არიან“ ჰკითხეთ: „სად არიან“ და მოუწოდეთ საცხოვრებლებში დავრუნებისკენ.
არ გაითვალისწინოთ სოციალური ქსელით კერძო პირების დამაბნეველი მოწოდება, რომ სიწყნარეა და ყველაფერი კარგადაა.
დაიცავით უსაფრთხოების წესები.
ღმერთი შეგვეწევა, თუ ფრთხილად ვიქნებით და არ გამოვცდით. მშვიდობა ისრაელს და მშვიდობა ჩვენ!“, – წერს ლაშა ჟვანია.