თამარ ჩერგოლეიშვილი: სალომე სამადაშვილი ის ადამიანია, რომელიც საჯაროდ ლანძღავდა ადამიანებს, ,,ნაცმოძრაობის” ამომრჩეველს – ამტკიცებდა, რომ მიშამ „პოლის ჯოხი“ რომ დააყენოს, ხმებს ისიც მიიღებს
“რომელი ხართ ისეთი უტვინო, სალომე სამადაშვილის სიტყვას რომ ენდობით, გამოდით, გაგიცნოთ”, – ამის შესახებ „ტაბულას“ რედაქტორი, თამარ ჩერგოლეიშვილი სალომე სადაშვილთან დაკავშირებით „ფეისბუქში“ წერს.
მისი თქმით, სამადაშვილმა 20 ივნისის მოძალადეების ამნისტიას დაუჭირა მხარი მაშინ, როცა ხელისუფლებაში ისევ ბიძინაა.
„სალომე სამადაშვილი ის ადამიანია, რომელიც სააკაშვილის კეთილგანწყობის შესანარჩუნებლად, საჯაროდ ლანძღავდა ადამიანებს, ,,ნაცმოძრაობის” ამომრჩეველს – ამტკიცებდა, რომ მიშამ „პოლის ჯოხი“ რომ დააყენოს, ხმებს ისიც მიიღებს, რომ სააკაშვილის ხსენებამდე ყველამ პირი გამოირეცხოს….
კერძო საუბრებში, მეგობრებთან – ამის საპირისპიროს ამტკიცებდა. ყვებოდა, როგორი დემონიზებულია მიშა დასავლეთში, როგორ არ გამოვა არაფერი სააკაშვილთან ერთად.
ბიძინა ივანიშვილის დამარცხების შემდეგ, ეროვნულ თანხმობისა და ამნისტიის საჭიროებაზე რომ ისაუბრა ბოკერიამ – ტანსაცმელი შემოიგლიჯა, როგორ ბედავთო – ამნისტიის მნიშვნელობა ყირაზე დააყენა.
როცა საპარლამენტო მანდატით სარგებლობაზე მიდგა საქმე – 20 ივნისის მოძალადეების ამნისტიას დაუჭირა მხარი, მაშინ, როცა ხელისუფლებაში ისევ ბიძინაა.
ხოდა, რომელი ხართ ეგეთი უტვინო, ამის სიტყვას რომ ენდობით? გამოდით, გაგიცნოთ.
(გიგას დაუსვეს კითხვა, ამის საუბარზე დაყრდნობით და გამეცინა)“, – წერს ჩერგოლეიშვილი.
თამარ ჩერგოლეიშვილის პოსტზე კომენტარს აკეთებს თავად სალომე სამადაშვილი – „უი, ელისო კილაძის პოსტი მეგონა და შენი ყოფილა“.