ვიოლა ფონ კრამონი: მელიას გათავისუფლებით მიღწეულია შეთანხმების კიდევ ერთი ეტაპი
“ნიკა მელიას გათავისუფლებით მიღწეულ იქნა 19 აპრილის შეთანხმების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი”, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.
მისივე თქმით, ახლა გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სხვა საკითხებზე ყურადღების გამახვილებას.
„მელიას გათავისუფლებით მიღწეული იქნა 19 აპრილის შეთანხმების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი. ახლა გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სხვა საკითხებზე ყურადღების გამახვილებას, რაც მხარეთა თანამშრომლობას მოითხოვს და ხელს შეუწყობს საქართველოში უფრო სამართლიან და გამჭვირვალე პარლამენტს. დანარჩენი ოპოზიცია მოწვეულია შეთანხმებაში“, – განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.