გიორგი რურუა: ნიკა, როგორც განსხვავებული უნარების პოლიტიკოსი, გამოვა და მისი გამოსვლა ოპოზიციის შიგნით დააწყნარებს სიტუაციას
“ვფიქრობ, ნიკა მელიას გამოსვლა ოპოზიციის შიგნით დააწყნარებს სიტუაციას”, – ამის შესახებ ტელეკომპანია ,,მთავარი არხის” ერთ-ერთმა მეწილემ, გიორგი რურუამ განაცხადა.
მისი თქმით, პოლიტიკური ცხოვრება უნდა გადავიდეს პარლამენტის შიგნით.
„ნიკა, როგორც განსხვავებული უნარების პოლიტიკოსი, გამოვა და ვფიქრობ, რომ მისი გამოსვლა ოპოზიციის შიგნით დააწყნარებს სიტუაციას და ვფიქრობ, პოლიტიკური ცხოვრება უნდა გადავიდეს პარლამენტის შიგნით, როგორც ჩვენი უცხოელები გვეუბნებიან დ გვირჩევენ“, – განაცხადა გიორგი რურუამ.
სასამართლომ ნიკა მელია პატიმრობიდან გაათავისუფლა.