ანზორ მელია: ძალიან მიხარია, რომ ნიკა დღეს გამოდის თავაწეული

“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის, ნიკა მელიას მამა სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება.

“ძალიან მიხარია, რომ ნიკა დღეს გამოდის თავაწეული, ღირსეულად. ნიკა არ იყიდება არც სავარძელზე, არც ფულზე და არც არაფერზე, ის არის მოწოდებული მხოლოდ იმისთვის, რომ ქართველ ხალხს ნორმალური ცხოვრების საშუალება მიეცეს, რომ ქართველი ხალხი სიღარიბიდან გამოვიდეს”, – აღნიშნა ანზორ მელიამ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას პატიმრობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ნინო ჩახნაშვილის გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა 40 000-ლარიანი გირაოთი შეიცვალა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები