გიორგი ვაშაძე: შევჯერდით ბევრ კონკრეტულ ცვლილებაზე
“გულწრფელად გეტყვით, რომ ძალიან რთულია ოქტომბერში უცებ ყველა ვენდობოდეთ საარჩევნო გარემოს, მაგრამ უნდა შევქმნათ პირველი პრეცედენტი, რომ ნდობისკენ მიდის საზოგადოებრივი განწყობა”, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ვაშაძე იმედოვნებს, რომ საარჩევნო გარემოს შესაცვლელად საზოგადოების მხარდაჭერა ექნებათ.
“შევჯერდით ბევრ კონკრეტულ ცვლილებაზე, რომელსაც ითვალისწინებს შარლ მიშელის დოკუმენტი, გაეროს, ეუთო/ოდირის, ვენეციის კომისიის რეკომენდაციები და მაგრად მომზადებული მივდივართ ხვალ. იმედი გვაქვს, რომ საზოგადოების მხარდაჭერაც გვექნება იმისთვის, რომ მართლა ისე შევცვალოთ საარჩევნო გარემო, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ მეტი ნდობა გვქონდეს. გულწრფელად გეტყვით, რომ ოქტომბერში, ძალიან რთულია უცებ ყველა ვენდობოდეთ საარჩევნო გარემოს, მაგრამ უნდა შევქმნათ პირველი პრეცედენტი, რომ ნდობისკენ მიდის საზოგადოებრივი განწყობა. ამისთვის ტექნოლოგიური ინოვაციები ბევრი გვექნება, ასევე არის დავების განხილვა, კომისიის წევრები, პროცედურები. გავიარეთ დეტალურად მთლიანად საარჩევნო კოდექსი და მომზადებული მივდივართ და მიხარია, რომ როგორც იქნა საქმეზე გადავედით და აღარ არის ზედაპირული საუბარი” , – განაცხადა ვაშაძემ.