ლინას ლინკევიჩუსი: რუსეთის მიერ საკუთარი თავის მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების მემკვიდრედ გამოცხადება, ვერ ამართლებს საქართველოსა და უკრაინის ნაწილების ანექსიით დღევანდელ „გამარჯვებებს“
„გამარჯვების აღლუმი და სამხედრო ძალაუფლების დემონსტრირება კრემლის ხელმძღვანელობის ამაო დღესასწაულია”, – ამის შესახებ ლიეტუვას საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, ლინას ლინკევიჩუსი “ტვიტერის” ოფიციალურ გვერდზე წერს.
მისივე თქმით, რუსეთის მიერ საკუთარი თავის მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების მემკვიდრედ გამოცხადება, ვერ ამართლებს საქართველოსა და უკრაინის ნაწილების ანექსიით დღევანდელ „გამარჯვებებს“.
„გამარჯვების აღლუმი და სამხედრო ძალაუფლების დემონსტრირება კრემლის ხელმძღვანელობის ამაო დღესასწაულია. მტკიცება, რომ ისინი 76 წლის წინ მიღწეული გამარჯვების მემკვიდრეები არიან, ვერ ამართლებს საქართველოსა და უკრაინის ნაწილების ანექსიით დღევანდელ „გამარჯვებებს“. ასევე, სხვაგვარად საერთაშორისო სამართლის დარღვევას“, – წერს ლინკევიჩუსი.