მიხეილ სარჯველაძე: თუ პრეზიდენტი დაინტერესდება ჩვენი პოზიციით, იოლად მიხვდება, რომ ვერსიები, რაც ოპოზიციის მხრიდან გამოითქმება, მართებული არაა

“თუ პრეზიდენტიც დაინტერესდება ჩვენი პოზიციით, იოლად მიხვდება, რომ ვერსიები, რაც გამოითქმება ოპოზიციის მხრიდან, არ არის მართებული”, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებებთან დაკავშირებით ოპოზიციის ნაწილისა და პრეზიდენტის შეხვედრის შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, ვეტოსთვის რაიმე საფუძველი არ არსებობს.

“არ მგონია, რომ ამ შემთხვევაში ვეტოსთვის საფუძველი არსებობს. თუ დისკუსია გაიმართება ამ საკითხებთან დაკავშირებით, მათ შორის, პრეზიდენტი თუ დაინტერესდება ჩვენი პოზიციით, იოლად მიხვდება, რომ ის ვერსიები, რაც გამოითქმება ოპოზიციის მხრიდან, არ არის მართებული და, შესაბამისად, ვეტო გამოყენებული არ იქნება. ვეტო პრეზიდენტის კონსტიტუციური პრეროგატივაა. შესაბამისად, გადაწყვეტილებას თავად მიიღებს და დაველოდოთ, როგორი იქნება ეს გადაწყვეტილება. იმედი გვაქვს, რომ ჩვენც გვექნება შესაძლებლობა, ამის თაობაზე ჩვენი არგუმენტების შესახებ ვისაუბროთ“, – განაცხადა სარჯველაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები