ნათია თურნავა: „აწარმოე საქართველოში“ დახმარებით ამოქმედებულმა კიდევ ერთმა საწარმომ პროდუქციის ექსპორტზე გატანა დაიწყო

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა სააგენტოს  – „აწარმოე საქართველოში“ დირექტორთან მიხეილ ხიდურელთან ერთად სამშენებლო მასალების საწარმოს – „ფორმულა ქონსთრაქშენს“ ესტუმრა.

საწარმო, რომელიც პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ დახმარებით შეიქმნა, უახლესი ტექნოლოგიებით, მანქანა-დანადგარებითა და ულტრათანამედროვე ლაბორატორიით არის აღჭურვილი. საწარმო სხვადასხვა სახეობის მშრალ ნაზავს, წებო-ცემენტს, ბათქაშს, თვითსწორებად იატაკსა და სხვა სახის პროდუქციას აწარმოებს. საწარმო 2018 წელს შეიქმნა და მასში 5 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა.

„საწარმო ამოქმედდა და შეიქმნა ჩვენი პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ დახმარებით და გარდა იმისა, რომ საქართველოს ბაზარს ამარაგებენ, დღეს პირველი დღეა, როცა პროდუქციას ექსპორტზე უშვებენ ევროკავშირში, კერძოდ – ლიეტუვაში. ძალიან გვეამაყება, რომ ეს საწარმო სწორედ ჩვენი დახმარებით მოქმედებს, 30 ადამიანს ასაქმებს და ამავდროულად აქვს პერსპექტივები, გააფართოონ ბაზარი, ევროკავშირს მიაწოდონ საქართველოში წარმოებული საშენი მასალები და გაზარდონ დასაქმებულთა რიცხვი“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები