ბიძინა კულუმბეგოვი: ვაქცინაციის წინ არანაირი ანალიზის გაკეთება საჭირო არ არის

ალერგოლოგ-იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, ვაქცინაციის წინ არანაირი ანალიზის გაკეთება საჭირო არ არის.

ამის შესახებ კულუმბეგოვმა ,,რუსთავი 2″-ის ეთერში ისაუბრა.

მისი თქმით, ერთადერთი, თუ ადამიანი რაიმე ქრონიკული დაავადების მატარებელია, ჯობს, მკურნალ ექიმთან გაიაროს ყველა ასპექტი და ის გადაწყვეტს, რაიმე ანალიზი სჭირდება თუ არა.

“თუ ადამიანს ინდივიდუალური ანამნეზი აქვს, მაგალითად, ნიგოზის ან თხილის მიმართ ალერგიულია, ვაქცინაციის წინა დღეს ნუ მოუწყობს საკუთარ თავს გამოცდას და არ მიირთვას. დანარჩენი, თუ ადამიანს არასოდეს ალერგია არ ჰქონია კვებითი კომპონენტების მიმართ, რაიმე დიეტის დაცვა და რაიმე შეზღუდვა, იმიტომ რომ ვაქცინაციას იტარებს, არ არსებობს.

რაც შეეხება ალკოჰოლს, ნასვამმა და ნაბახუსევმა ადამიანმა არავითარი წამალიც კი არ უნდა მიიღოს და ვაქცინის წინა დღეს თავი უნდა შეიკავოს ალკოჰოლის მიღებისგან. თრობის პროცესი და ალკოჰოლის ზემოქმედება ცალსახად ადამიანის იმუნურ სისტემის ეფექტურობაზე მოქმედებს.

ამასთან, ბევრი ადამიანს აინტერესებს, საჭიროა თუ არა რაღაც ტიპის ანალიზების გაკეთება, ვაქცინაციის პროცესის წინ არავითარი ანალიზური შეფასება საჭირო არ გახლავთ. ეს არის იმის აუცილებლობა, რომ თქვენ ამის გარეშე არ მიგიშვებენ ვაქცინაციის ცენტრში ან არ გაგიკეთებენ.

ერთადერთი, თუ ადამიანი რაიმე ქრონიკული დაავადების მატარებელია და ეს დაავადება ან გამწვავებულია ან დიდი ხანია მისთვის ყურადღება არ მიუქცევია, ჯობს, მკურნალ ექიმს დაეკონტაქტოს, გაიაროს ყველა ასპექტი და ის გადაწყვეტს რაიმე ანალიზი ჭირდება თუ არა. ვაქცინაციის წინ რაიმე ვალდებულება ანალიზების არცერთ ადამიანს არ გააჩნია,” – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები