ლევან ვასაძემ პოლიტიკაში მოსვლის გადაწყვეტილება მიიღო

ბიზნესმენ ლევან ვასაძის განცხადებით, მან პოლიტიკაში მოსვლის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ვასაძემ დღეს მედიის წარმომადგენლებს განუცხადა.

ვასაძის თქმით, გადაწყვეტილების მიზეზი ქვეყანაში შექმნილი პერმანენტული კრიზისი გახდა.

„მივიღე ჩემთვის პირად ჭრილში ძალიან მძიმე გადაწყვეტილება, რომ საბოლოოდ დავემშვიდობო ჩემთვის საყვარელ, კერძო პირის მდგომარეობას და გადავდგა ნაბიჯი, შემოვიდე და მივიღო მონაწილეობა ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში. გადაწყვეტილების ძირითადი მიზეზი გახდა ის ფაქტი, რომ ქვეყანაში შესულია პერმანენტული კრიზისის პირობებში როგორც პოლიტიკური, ისე –  ეკონომიკური, კულტურული, სოციალური, იდეოლოგიური თვალსაზრისით. მე ვეცდები, ჩემს დღევანდელ განცხადებაში მოგახსენოთ ჩემი შეხედულებები, თუ რატომ ვართ ასე, როგორც ვართ და გაგიზიაროთ ჩემი მოკრძალებული შეხედულებები, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ეს ჩვენი ზღაპრული ქვეყანა აღარ იყოს ამ მდგომარეობაში“, – განაცხადა ლევან ვასაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები