ხათუნა ზახაშვილი: საქართველოში „ინდური შტამი“ არ დაფიქსირებულა
“საქართველოში ე.წ. ინდური შტამი, ჯერჯერობით, არ დაფიქსირებულა”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა, ხათუნა ზახაშვილიმა განაცხადა.
მისი თქმით, კვლევისას ასეთი შტამი არ დადასტურდა.
„საქართველოში ასეთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ჩვენთან ზედამხედველობა არის ყველა ისეთ შემთხვევაზე, სადაც შესაძლოა, ნავარაუდები იყოს ახალი შტამის გამოჩენა, კვლევაში ასეთი შემთხვევა გვქონდა და ვადასტურებთ, რომ არ იყო ეს შტამი“, – განაცხადა ზახაშვილმა.