პარლამენტის თავმჯდომარემ მოსახლოებას გიორგობა მიულოცა. შესაბამისი განცხადება კახა კუჭავამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
“წმინდა გიორგი გამარჯვების, ერთიანი საქართველოს სიმბოლოა და მისი ხსენების დღე თითოეული ჩვენგანისთვის განსაკუთრებულად ძვირფასი საეკლესიო დღესასწაულია.
საქართველოს პარლამენტის სახელით, გილოცავთ!”, – წერს კუჭავა.