ნათია თურნავა: რუსეთის მხრიდან წიწიბურის საზღვარგარეთ ექსპორტის დროებითი შეჩერება ჩვენი ქვეყნის ბაზარზე არ აისახება

“რუსეთის მხრიდან წიწიბურის საზღვარგარეთ ექსპორტის დროებითი შეჩერება ჩვენი ქვეყნის ბაზარზე არ აისახება”, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

მისი თქმით, თუკი დანაკლისი შეიქმნა, ის ძალიან მარტივად ჩანაცვლდება.

,,რა თქმა უნდა, სამწუხაროა, რომ რუსეთმა ეს გადაწყვეტილება მიიღო, ეს თავისუფალი ვაჭრობის სულისკვეთებას არ შეესაბამება, თუმცა, როგორ ჩანს, ამას თავისი შიდა მიზეზები აქვს. ჩვენს ბაზარზე ეს არ აისახება, ჩვენ გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი მსოფლიოს 2/3 ბაზრებთან, შესაბამისად, ძალიან მარტივად ჩანაცვლდება, ეს დანაკლისი თუკი შეიქმნება, მაგრამ დღეს ეს დანაკლისი არ არის“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

რუსეთის მთავრობამ წიწიბურა შიდა ბაზრისთვის აუცილებელი პროდუქტების ჩამონათვალში დაამატა და მისი საზღვარგარეთ ექსპორტი დროებით აკრძალა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები