გიორგი ვაშაძე: ამნისტიის კანონი იქნება ისეთი, რომელიც ვერ შეეწინააღმდეგება შარლ მიშელის დოკუმენტს

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ამნისტიის კანონი იქნება ისეთი, რომელიც ვერ შეეწინააღმდეგება შარლ მიშელის დოკუმენტს.

მისივე თქმით, ნიკა მელია თავისუფალი იქნება.

„ერთი რამის პირობას გაძლევთ, ნიკა მელია თავისუფალი იქნება. ამნისტიის კანონი იქნება ისეთი, რომელიც ვერ შეეწინააღმდეგება შარლ მიშელის დოკუმენტს, ამიტომ, ამ აბსურდულ ჩანაწერებზე, რომელიც ახლა სპეციალურად აგდებენ იმისთვის, რომ სანამ 12 მაისამდე როცა დასვენებას მორჩებიან, ჩვენ მარტო ამაზე ვისაუბროთ, პასუხი უნდა გავცეთ ასეთი: დამერწმუნეთ, ყველაფერი კარგად იქნება“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

პარლამენტში ამნისტიის 2 კანონპროექტია დარეგისტრირებული – ერთი „ქართული ოცნების“, მეორე კი  – ოპოზიციის.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები