სერგო ჩიხლაძე: ყველაზე კარგი იქნება, მელია დათანხმდეს ევროკავშირის გირაოს და სწრაფად გამოუშვან

“ჩვენ ჩვენი კანონპროექტის ლობირებას მოვახდენთ და ყველანაირად ვეცდებით, ჩვენი კანონპროექტი იყოს მხარდაჭერილი”, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო ჩიხლაძემ ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ერთი პოლიტპატიმარი გათავისუფლდა, მეორე – ნიკა მელიაც გათავისუფლდება, უნდა ეს თუ არა „ქართულ ოცნებას“.

,,ჩვენ ჩვენი კანონპროექტის ლობირებას მოვახდენთ და ყველანაირად ვეცდებით, ჩვენი კანონპროექტი იყოს მხარდაჭერილი. წინააღმდეგ შემთხვევაში, სადავო გვექნება თითოეულ პუნქტზე, თითოეულ წინადადებაზე, მაგრამ მთავარი არის ის, როგორ ჩაითვლება შესრულებულად. რისთვის იყო საერთოდ ეს ამნისტია მიღებული, რომ პოლიტპატიმრები გათავისუფლებულიყვნენ. შესაბამისად, ერთი პოლიტპატიმარი გათავისუფლდა, მეორე – ნიკა მელიაც გათავისუფლდება, უნდა ეს თუ არა „ქართულ ოცნებას“, უბრალოდ, აქ საუბარია ვადებზე. ჩემი ხედვაა, ყველაზე კარგი იქნება, მელია დათანხმდეს ევროკავშირის გირაოს და სწრაფად მოხდეს მისი გამოშვება. ჩვენც, ოპოზიციასაც ხელ-ფეხი გვექნება უფრო გახსნილი ამნისტიის კანონპროექტთან მიმართებით, დროში შეზღუდულები არ ვიქნებით და მეტი არეალი გვექნება, თუ არადა, მაქსიმალურად მოკლე დროში შევეცდებით, რომ ამნისტიის კანონპროექტი საზოგადოებისთვის მისაღები ფორმით იყოს მიღებული“, – განაცხადა ჩიხლაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები