ანზორ მელია: ნიკა ამნისტიას არ დათანხმდება
“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მამა, ანზორ მელია აცხადებს, რომ ნიკა მელია საპატიმროდან ამნისტიით გამოსვლას არ დათანხმდება.
მისივე თქმით, ნიკა მელიას ციხეში ყოფნის ყოველი დღე მთავრობის მმართველობის დასასრულია.
“ნიკა ამნისტიით გამოსვლას არ დათანხმდება. მეც, როგორც მშობელი, ვამბობ, რომ ჯობს, ციხეში იჯდეს და მოიხადოს ის სასჯელი, რასაც ეს კაცთმოძულე მთავრობა მიუსჯის. ეს მთავრობა გაჩაჩანაკებულ ნიკა მელიას ვერ ნახავს. ის ვაჟკაცია. ამ მთავრობას რუსეთის იმედი აქვს, მაგრამ ნიკა მელიას ციხეში ყოფნის ყოველი დღე მათი დასასრულია. ,,ოცნებამ,, კარგად იცის, რომ ციხეში ვაია, გამოვა და ვუი, ამიტომ, ყველაფერს კადრულობენ”, – აცხადებს ანზორ მელია.