ამირან სალუქვაძე: ნიკა მელია არ ამბობდა, ვინმემ არ გაბედოს გირაოს გადახდაო?

ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე ნიკა მელიას ადვოკატების განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვით „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის პატიმრობიდან გათავისუფლებისთვის გირაოს გადახდას ბრალდებულის თანხმობა არ სჭირდება

მისი აზრით ეს უტიფრობაა.

„რა უტიფრობაა?! მელია არ იყო, ვინმემ არ გაბედოს გირაოს გადახდაო? მერე თქვა, ვიღაცას იპოვიან, თითქოს თავისით დაფარა, სინამდვილეში ხელისუფლება გადაიხდისო. ელისაშვილს რომ აუკრძალა, ცალკე თემაა.​ევროკავშირი ხომ გააგიჟეს ამ გირაო/ამნისტიით. როდის დამთავრდება ეს უაზრობა?! ის რომ ეს თემა ყელში ამოგვივიდა, ვაქცევ თემად. აწი უფრო მწვავედ დავწერ“, – წერს სალუქვაძე.

ნიკა მელიას ადვოკატმა განაცხადა, რომ გირაოსთან დაკავშირებით, ნიკა მელიას თანხმობა არც სამართლებრივად და არც სხვა მხრივ, დღის წესრიგში არ დგას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები