მიხეილ სარჯველაძე: ადრე თუ გვიან, მელია გათავისუფლდება
“წინააღმდეგობის მოძრაობა, რომელიც ნიკა მელიას ჰქონდა არჩეული, სრულიად უსაგნო გახდა. ამიტომ, მგონია, რომ ადრე თუ გვიან და, ალბათ, მალე, ის დაეთანხმება იმ პირობებს, რომელიც შეთავაზებულია”, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
მისი თქმით, პოზიციები, რომელსაც ადვოკატები აჟღერებენ, ნაკლებად დამაჯერებელია.
“მე მგონია, რომ მელიას ადვოკატების პოზიციები ცოტა ამღვრეულია და ნაკლებად დამაჯერებელი. გზა მიდის იქეთ, რომ, რეალურად, ადრე თუ გვიან მელია გათავისუფლდება. ვფიქრობ, წინააღმდეგობის მოძრაობა, რომელიც ნიკა მელიას ჰქონდა არჩეული, სრულიად უსაგნო გახდა. ამიტომ, მგონია, რომ ადრე თუ გვიან და, ალბათ, მალე, ის დაეთანხმება იმ პირობებს, რომლებიც არის შეთავაზებული”, – განაცხადა სარჯველაძემ.