გიორგი კონდახიშვილი: აბსოლუტურად არ არის საჭირო ნიკა მელიას თანხმობა გირაოზე
“აბსოლუტურად არ არის საჭირო ნიკა მელიას თანხმობა გირაოზე”, – ამის შესახებ ნიკა მელიას ადვოკატმა, გიორგი კონდახიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ნიკა მელიას გათავისუფლების გასაღები არის ხელისუფლების ხელში.
„აბსოლუტურად არ არის საჭირო ნიკა მელიას თანხმობა გირაოზე. არც სამართლებრივად, არც სხვა მხრივ მისი თანხმობა საჭირო არ არის, ისევე როგორც ამნისტიის შესახებ კანონთან დაკავშირებით ნიკა მელიას თანხმობა ვერანაირ ზეგავლენას ვერ ახდენს ამ კანონზე. ნიკა მელიას გათავისუფლების გასაღები არის ხელისუფლების ხელში. ისევე, როგორც დაკავება და დაპატიმრება იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, ასევე მისი გათავისუფლება პოლიტიკური პატიმრობიდან არის ხელისუფლების ხელში“, – განაცხადა კონდახიშვილმა.