ნათია თურნავა: ვაქცინაცია უფრო გაამყარებს ტურიზმის სწრაფად აღდგენის პერსპექტივას

“ვაქცინაცია უფრო გაამყარებს ტურიზმის სწრაფად აღდგენის პერსპექტივას”, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ახალი ავიაკომპანიების შემოსვლა არის იმის ნიშანი, რომ ჩვენ უფრო ოპტიმისტურად შევხედოთ ტურისტულ სეზონს.

„რამდენიმე შემთხვევა უკვე გვაქვს ახალი, განსაკუთრებით დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები, ვინც ქუთაისის აეროპორტში იფრენენ, რადგან ქუთაისის აეროპორტი არის უფრო გამოკვეთილად დაბალბიუჯეტიანი კომპანიებისთვის ხელმისაწვდომი აეროპორტი. ასევე, თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში. ეს არის ნიშანი იმისა, რომ ჩვენ უფრო ოპტიმისტურად შევხედოთ ტურისტულ სეზონს. ვაქცინაცია, რაც დაემატება ყველაფერ ამას, რა თქმა უნდა, უფრო გაამყარებს ტურიზმის სწრაფად აღდგენის პერსპექტივას“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები