“15 დღეა, კონტაქტი შეწყდა, უბრალოდ, რომ ვიცოდეთ, ცოცხალია თუ მკვდარი, ამის გარკვევაა ჩვენი მიზანი” – პოლონეთში დაკარგული ქართველის ახლობელი
პოლონეთში საქართველოს მოქალაქეს ეძებენ. მამაკაცი 18 აპრილის შემდეგ კონტაქტზე არავისთან გასულა. დაკარგულის მეგობრები ამბობენ, რომ პაატა ჩიქობავა ემიგრაციაში სამუშაოდ იმყოფებოდა. ისინი გამორიცხავენ რაიმე ტიპის უთანხმოებას ან კონფლიქტს. დაკარგულს ეძებს ადგილობრივი პოლიცია.
დაკარგული მოქალაქის ახლობლის, სუსანა ბოჯგუას თქმით, მათი მიზანია, გაიგონ, ცოცხალია თუ არა ჩიქობავა.
“სკაიპით,, ველაპარაკებოდით. 15 დღეა, კონტაქტი შეწყდა. უბრალოდ, რომ ვიცოდეთ, ცოცხალია თუ მკვდარია, აი, ეს არის ახლა ჩვენი მიზანი”, – აცხადებს სუსანა ბოჯგუა.