დათანხმდება თუ არა ნიკა მელია ევროკავშირის მიერ გირაოს გადახდის წინადადებას, ხვალ გახდება ცნობილი

დათანხმდება თუ არა ნიკა მელია ევროკავშირის მიერ გირაოს გადახდის წინადადებას, ხვალ გახდება ცნობილი.

,,ტექნიკურად რა იქნება, ამას გავიგებთ ხვალ, ადვოკატების მეშვეობით. მაგრამ პრინციპულად და პოლიტიკურად გადადგამს ისეთ ნაბიჯს, რომელიც სწორი და საჭირო იქნება ოპოზიციური ერთობისთვის. ის განიხილავს ყველა ვერსიას, რაც მის ირგვლივ არის. ის აფასებს ევროკავშირის მიერ გადადგმულ ნაბიჯსა და გაკეთებულ შეთავაზებას“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ხვედელიანმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ბრალი ედება ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის მუხლით. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მელიას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები