საქართველოში 24 საათში კორონავირუსის 509 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1200 პირი

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 509 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 200 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.81%. ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. მათივე ცნობით, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 7 476 კვლევა ტესტით, მათ შორის 3 111 კვლევა ანტიგენის ტესტით და 4 365 PCR ტესტით.

“ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 509 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 312 954-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 2 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.81%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 5.0%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 5.6%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 200 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 294 252 მდე. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 12 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 163 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 509 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 321 შემთხვევა, აჭარა – 68, იმერეთი – 15, ქვემო ქართლი – 15, შიდა ქართლი – 4, გურია – 3, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 38, კახეთი – 24, მცხეთა-მთიანეთი – 14, სამცხე-ჯავახეთი – 5, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 2. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 14 513, საიდანაც: 4 114 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 298, აჭარაში – 483, იმერეთში – 416.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 801 პირი, მათ შორის, თბილისში – 383, აჭარაში – 89, იმერეთში -101. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 151 პირი, მათგან თბილისში – 96, აჭარაში – 10, იმერეთში – 8. 790 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 457 – თბილისში, 305 – აჭარაში. 9 609 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 89 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 74, ხოლო აჭარაში – 14. სულ 6 ოქტომბრიდან – 2 მაისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 24 593 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 33 612 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 24 750 პირი, აჭარაში – 2 503, იმერეთში – 1 212”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები