კახა კუჭავა ნიკოლოზ ბასილაშვილს მიუნხენის ტურნირში გამარჯვებას ულოცავს
პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა ნიკოლოზ ბასილაშვილს მიუნხენის ტურნირში გამარჯვებას ულოცავს.
„ნიკოლოზ ბასილაშვილის კიდევ ერთი გამარჯვება საქართველოს სახელით! ჩვენი ქვეყნის პირველი ჩოგანი მიუნხენის ღია პირველობის გამარჯვებულია. ვულოცავ ნიკოლოზს და გილოცავთ ყველას“,- წერს კახა კუჭავა „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე.
საქართველოს პირველმა ჩოგანმა BMW Open-ის ფინალში გერმანელი იან-ლენარდ შტრუფი 2 სეტში – 6:4, 7:6 (7:5) დაამარცხა და ATP-ის მეხუთე ტიტული მოიპოვა.
გერმანიის ქალაქ მიუნხენში გამართულ ტურნირზე (ATP Tour 250) ბასილაშვილმა ჯამში 5 შეხვედრა მოიგო და 250 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა.