გია აბაშიძე: მეწყერსაშიში მიწის მასის მოხსნა და შესაბამისი სამუშაოები, თბილისის მერიამ გერმანელი სპეციალისტების ჩართულობით, მანამდე შეძლო და ავცდით საშინელებას

მეწყერსაშიში მიწის მასის მოხსნა და შესაბამისი სამუშაოები თბილისის მერიამ გერმანელი სპეციალისტების ჩართულობით მანამდე შეძლო, – ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.

„უცნაური სტიქია იყო თბილისში. ზოგან საერთოდ არ წვიმდა. თუმცა, სამწუხაროდ, არაერთი ოჯახი დაზარალდა დიდ დიღომსა და სოფელ დიღომში.

დატბორვის გამო, 112-ში დაახლოებით 100 შეტყობინება დაფიქსირდა. მეხანძრე-მაშველები ყველა ლოკაციაზე ახდენენ რეაგირებას.

მადლობა ღმერთს, რომ ამ დროისათვის [01.30], დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ფიქსირდება!

სოცქსელებში დიდი დაძაბულობა იგრძნობოდა ნუცუბიძის ფერდობის გამო. თუმცა, გადავრჩით, რადგან პრობლემის მოგვარება – მეწყერსაშიში მიწის მასის მოხსნა და შესაბამისი სამუშაოები, თბილისის მერიამ გერმანელი სპეციალისტების ჩართულობით, მანამდე შეძლო და ავცდით საშინელებას, რისი წარმოდგენაც არავის გვსურდა“, – წერს აბაშიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები