გია ვოლსკი: თბილისის მერის პოზიციაზე კახა კალაძის კანდიდატურაც განიხილება

პარლამენტის პირველი ვიცესპიკერის, გია ვოლსკის თქმით, მმართველი გუნდი თბილისის მერის პოზიციაზე კახა კალაძის კანდიდატურასაც განიხილავს.

მისივე თქმით, ამ საკითხზე განცხადებები უახლოეს პერიოდში გაკეთდება, როცა გუნდი საბოლოოდ შეთანხმდება.

“უმრავლესობაში მიდის, რა საკვირველია, მსჯელობა, განიხილება, გიდასტურებთ, კახა კალაძის კანდიდატურაც, თუმცა, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ ამ თემასთან დაკავშირებით ვრცელი კომენტარები და განცხადებები გვექნება უმოკლეს პერიოდში, როდესაც გუნდის ყველა წევრი იქნება შეთანხმებული, ავწონ-დავწონით სიტუაციას, შევაფასებთ,” – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები