მამუკა ბახტაძე: ჩემი პრემიერობის პერიოდში მემორანდუმი გაფორმდა Input Output-სა და საქართველოს მთავრობას შორის, რომელიც მალე მოიტანს ხელშესახებ შედეგებს და იმედია, რომ შემდეგი საქართველო იქნება
“ჩემი პრემიერობის პერიოდში ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა Input Output-სა და საქართველოს მთავრობას შორის, რომელიც მალე მოიტანს ხელშესახებ შედეგებს და იმედია, რომ შემდეგი საქართველო იქნება”, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი, მამუკა ბახტაძე „ტვიტერზე“ წერს.
როგორც ბახტაძე აღნიშნავს, აღნიშნული შეთანხმება მსოფლიოში ბლოკჩეინ ტექნოლოგიის გამოყენების ისტორიული მნიშვნელობის უმსხვილეს გარიგებას წარმოადგენს.
„ვულოცავ ამერიკული კვლევებისა და ინოვაციების კომპანია Input Output-სა და ჩემს კარგ მეგობარ ჩარლზ ჰოსკინსონს ეთიოპიის განათლების სამინისტროსთან სამთავრობო დონის შეთანხმების მიღწევას, რაც მსოფლიოში ბლოკჩეინ ტექნოლოგიის გამოყენების ისტორიული მნიშვნელობის უმსხვილეს გარიგებას წარმოადგენს.
ჩემი პრემიერობის პერიოდში ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა ამერიკული კვლევებისა და ინოვაციების კომპანია Input Output-სა და საქართველოს მთავრობას შორის, რომელიც მალე მოიტანს ხელშესახებ შედეგებს და იმედი მაქვს, რომ შემდეგი საქართველო იქნება!“, – წერს მამუკა ბახტაძე.