ფოთში, მარტოწყალას ტბაზე სათევზაო ინფრასტრუქტურისთვის 74 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა

ფოთში, მარტოწყალას ტბაზე სათევზაო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის 74 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა.

ტბაზე სათევზაო ინფრასტრუქტურის განვითარება გაერო-ს განვითარების პროგრამის ფარგლებში (UNDP), ავსტრიისა და შვეიცარიის მთავრობების, საქართველოს მთავრობის ხელშეწყობითა და ადგილობრივი თვითმმართველობის თანადაფინანსებით განხორციელდა.

გრანტის თანხა 59 855 ლარი, ხოლო თანადაფინანსება 15 000 ლარი იყო.

პროექტი ითვალისწინებს პირსის, საჩრდილობლების, ვიზიტორთა და მეთევზეთა მომსახურების ცენტრების მოწყობას. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია – შპს „ჯორჯიან სტოუნი“ ასრულებს.

აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებმა მედიატურის ფარგლებში მოისმინეს, რომელიც საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ, ევროკავშირის პროექტის „ეფექტიანობის და განვითარების ქსელი“ ფარგლებში, გაერო-ს განვითარების პროგრამის – UNDP საქართველოსთან თანამშრომლობითა და თანაორგანიზატორობით, საქართველოს 6 მუნიციპალიტეტში მოაწყო.

ტურის მიზანს მედიის წარმომადგენლებისთვის საქართველოს მუნიციპალიტეტების მიერ 2018-2021 წლებში განხორციელებული იმ პროექტების და ინიციატივებისადმი ცნობადობის გაზრდა წარმოადგენდა, რომლებიც ქვეყნის მაშტაბით საუკეთესო პრაქტიკად იქნა აღიარებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები