ვანო ზარდიაშვილი: ფარული გადაღება, გავრცელება არის , ამორალური საქციელი, მსგავს საქციელს ჩადიან არაკაცები, ასევე გავრცელების დაბრალებაც არის უღირსი საქციელი, მორალისგან და ნამუსისგან დაცლილი ადამიანის ქმედება

კიდევ ერთხელ მინდა დავადასტურო რომ ფარული გადაღება, გავრცელება არის , ამორალური საქციელი, მსგავს საქციელს ჩადიან არაკაცები, უღირსი ადამიანები, რომლებსაც არც ოჯახის, არც სამშობლოს პატივისცემა არ გააჩნიათ. ასევე ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ გავრცელების დაბრალება , თუნდაც ირიბი ფორმით , არის ასევე უღირსი საქციელი, მორალისგან და ნამუსისგან დაცლილი ადამიანის ქმედება, – წერს სოციალურ ქსელში საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი დეპუტატი ვანო ზარდიაშვილი.

იგი საგამოძიებო ორგანოებს მოუწოდებს, გამოიძიონ და გასცენ პასუხი ყველა კითხვას.

“მოვუწოდებ საგამოძიებო ორგანოებს გამოიძიონ და გასცენ პასუხი ყველა კითხვას, თუ საჭიროა ჩართონ პარტნიორი ქვეყნების საგამოძიებო უწყებები, რომლებსაც გააჩნიათ ტექნიკური საშუალებები მსგავს საგამოძიებო მოქმედებებისთვის.

სუბიექტი რომელზეც საქართველოს ყველა მოქალაქეს ზუსტად ერთნაირი დამოკიდებულება აქვს და თითქმის ოთხი მილიონი ქართველიდან 10 ადამიანიც კი ვერ მოიძებნება ვინც იტყვის რომ იგი არაა კორუმპირებული, ეძლევა საშუალება პოლიტიკურ სანაგვეზე ტივტივის, ვითომ ჩაგრული და შეურაწყოფილი! საზოგადოებას ეს საკითხი თუ დააინტერესებს მზად ვარ დავჯდე დებატებს ფორმატში, პირდაპირ ეთერში მაგ სუბიექტთან და ვანახო მისი რეალური სახე და მიზნები!!! ადამიანი რისი მკადრებელიც არის სხვაც მასეთი გონია”, – წერს ვანო ზარდიაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები