თემურ ხაჩიშვილზე თავდასხმის მცდელობაში სავარაუდო ბრალდებულის დედა: ჟორიკა რურუამ მომიკლა ქმარი, პროვოკაციას აწყობს

შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრსა და “მხედრიონის” ყოფილ ხელმძღვანელზე, თემურ ხაჩიშვილზე თავდასხმის მცდელობაში ერთ-ერთი სავარაუდო მონაწილის ოჯახი მომხდარს “პროვოკაციას” უწოდებს და საპატიმროდან 2 დღის წინ გამოშვებულ გიორგი რურუას ადანაშაულებს.

“22 დეკემბერს, 1992 წელს ჩემ თვალწინ, ფანჯრიდან გავიხედე და მერე შიშველი გავვარდი, ჟორიკა რურუამ მომიკლა ქმარი. შეტანილი მაქვს ყველგან. გამოვიდა, ეს ყველაფერი ხომ იცის და აწყობს პროვოკაციას ბანდიტი ჟორიკა რურუა”, – განაცხადა ,,კურიერთან” თემურ ხაჩიშვილზე თავდასხმის მცდელობაში სავარაუდო ბრალდებულის დედამ.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრზე, თემურ ხაჩიშვილზე თავდასხმა 12-მდე პირმა სცადა. შემთხვევა თბილისის ცენტრში, ვაკეში, შატბერაშვილის ქუჩაზე მოხდა. შემთხვევა, სავარაუდოდ, 1993 წელს ზაზა ვეფხვაძისა და გია სვანაძის მკვლელობას უკავშირდება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები