გრიგოლ ლილუაშვილი: ანექსიის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია სოფელი აიბღა, სადაც დღესდღეობით რუსეთის იურისდიქცია ვრცელდება
“ანექსიის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია სოფელი აიბღა, სადაც დღესდღეობით რუსეთის იურისდიქცია ვრცელდება”, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც სუს-ის 2020 წლის საქმიანობის ანგარიშს უსმენენ.
მისი თქმით, ამას არ მიესალმებიან არც ჩვენი აფხაზი ძმები.
„ანექსიის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია სოფელი აიბღა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში მდებარეობდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრებს შიგნით, თუმცა, დღესდღეობით იქ ვრცელდება რუსეთის იურისდიქცია. რა თქმა უნდა, ამას არ მიესალმებიან არც ჩვენი აფხაზი ძმები, თუმცა, მათ წინააღმდეგობის გაწევის სხვა ბერკეტი არ გააჩნიათ“, – განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.