ნიკოლოზ ბასილაშვილს ინვესტორი უჩივის
ცნობილ ჩოგბურთელს, ნიკოლოზ ბასილაშვილს ინვესტორი, ირაკლი კაჭარავა უჩივის.
კაჭარავას ადვოკატის, მარიკა არევაძის თქმით, ჩოგბურთელის კარიერულ წინსვლაში კაჭარავამ დიდი ფინანსური რესურსი გაიღო, სანაცვლოდ კი ბასილაშვილს მისთვის ტურნირებზე გამომუშავებული საპრიზო თანხებიდან გარკვეული სახის შემოსავალი უნდა გადაეხადა, თუმცა, ჩოგბურთელმა პირობა არ შეასრულა.
“შედგა შეთანხმება, რომლის ფარგლებშიც ირაკლი კაჭარავა ახორციელებდა დაფინანსებას. კონკრეტულად, ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის უზრუნველყოფდა სატრანსპორტო, სამივლინებო საცხოვრებელი და სხვა ხარჯის დაფინანსებას, მისი მწვრთნელების მომზადებას. თანმხვედრი პირობა იყო ის, რომ მას შემდეგ, რაც მოხვდებოდა 50-ეულში, უნდა მოეხდინა მისი საპრიზო და სარეკლამო ჰონორარებიდან თანხის გადახდა ინვესტორისთვის. დადგა საკითხი სამართლებრივი მექანიზმების გამოყენების და ვინაიდან, არაერთი ზეპირი თუ წერილობითი მოთხოვნის მიუხედავად, ვალდებულება არ შესრულდა, ირაკლი კაჭარავა იძულებული გახდა, რომ მიემართა სასამართლოსთვის”, – განაცხადა ადვოკატმა.