მიხეილ სარჯველაძე: ოპოზიცია ცდილობს, რამენაირად ხელი შეუწყოს პოლარიზებას იმ პათოსის საწინააღმდეგოდ, რომელსაც ეფუძნება შეთანხმება
“მეჩვენება, რომ ოპოზიცია ისევ ცდილობს, კვლავ გააჩინოს პოლარიზების ბევრი მიზეზი დღის წესრიგში, პოლიტიკურ არენაზე”, – ასე გამოეხმაურა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე 20 ივნისის მოვლენებზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე ოპოზიციის ნაწილის ინიციატივას.
მისი თქმით, მსგავსი ინიციატივები შეთანხმებას ეწინააღმდეგება.
„მეჩვენება, რომ ოპოზიცია ისევ ცდილობს, კვლავ გააჩინოს პოლარიზების ბევრი მიზეზი დღის წესრიგში, პოლიტიკურ არენაზე. ოპოზიცია ცდილობს, რამენაირად ხელი შეუწყოს პოლარიზებას იმ პათოსის საწინააღმდეგოდ, რომელსაც ეფუძნება შეთანხმება. ნებისმიერი საწინააღმდეგო მიმართულებით სვლა, რასაც შეიცავს მხარეთა შორის გაფორმებული შეთანხმება, მე ვფიქრობ, არის დესტრუქციული, არათავსებადი საქართველოს ინტერესებთან”, – განაცხადა სარჯველაძემ.