“თუ მიყურებ, შენი გულისთვის ყველაფერს გავაკეთებ” – ზაზა გახელაძეს მეუღლე მიმართავს
ოკუპანტების მიერ უკანონო პატიმრობაში მყოფ ზაზა გახელაძეს მეუღლემ, ირმა ბუთხუზმა “რუსთავი 2-ის” ეთერიდან მიმართა და გამძლეობა უსურვა.
“თუ მიყურებ, ზაზა, გამძლეობას გისურვებ, უნდა გავუძლოთ, როგორმე ამ ყველაფერს გადავიტანთ. მე შენი გულისთვის ყველაფერს გავაკეთებ.
ზაზამ მითხრა, 23 აპრილის შეხვედრაც ისევე უშედეგოდ ჩაივლის, როგორც მანამდე არსებულმა შეხვედრებმა ჩაიარაო. ის უიმედოდ არის. მასთან იქაურ თანამშრომლებს ინფორმაცია მიაქვთ, ასე უთხრეს, მთავრობას რომ თავისუფლად ემოქმედა, შენ 9 საათსაც არ გაგაჩერებდნენ და გადაგიყვანდნენ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზეო. ასევე ეკითხებიან, რატომ არ თმობს ქართული მხარე იმას რომ იმ პატიმარში გაგცვალონ, რომელსაც ითხოვენო,” – განაცხადა ირმა ბუთხუზმა.
ზაზა გახელაძის ოჯახი ბრძოლის გაგრძელებას გეგმავს და აქციებს აანონსებს