სერგო ჩიხლაძე: კელი დეგნანზე ნებისმიერი თავდასხმა ან უდიერად მოხსენიება ჩვენი ქვეყნისთვის საზიანოა
“კელი დეგნანზე ნებისმიერი თავდასხმა ან უდიერად მოხსენიება ჩვენი ქვეყნისთვის საზიანოა”, – ასე აფასებს „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენელი, სერგო ჩიხლაძე კელი დეგნანის მისამართით „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას.
„კელი დეგნანი არის საქართველოს მეგობარი, საქართველოს უპირველესი მეგობარი ქვეყნის, აშშ-ის წარმომადგენელი და მასზე ნებისმიერი თავდასხმა ან უდიერად მოხსენიება ჩვენი ქვეყნისთვის საზიანოა. კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადავუხადო კელი დეგნანს, კარლ ჰარცელს, რომლებმაც ლომის წვლილი შეიტანეს მოლაპარაკებების გამართვის პროცესში. რომ არა ისინი, ჩვენ ალბათ ისევ ნიშნულზე ვიქნებოდით, რომელზეც ნოემბერში ვიყავით“, – აცხადებს სერგო ჩიხლაძე.
„ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარემ, შალვა ნათელაშვილმა სოციალურ ქსელში კელი დეგნანზე დაწერა: “ასეთი დიქტატორი მმართველი, როგორიც ეს ტრამპის საჩუქარი ელჩია საქართველოსთვის, არც როსტომ ხანი ყოფილა და არც ვირონცოვ – დაშკოვი”.