მოსამართლემ ვახო სანაიაზე თავდასხმის საქმეზე ბრალდებული სამი პირი კვლავ პატიმრობაში დატოვა

მოსამართლემ ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმის საქმეზე ბრალდებული სამი პირი კვლავ პატიმრობაში დატოვა.

მომდევნო პროცესზე მხარეები საქმეში არსებულ მტკიცებულებებს წარმოადგენენ.

ცნობისთვის, სამართალდამცავებმა ჟურნალისტ ვახო სანაიას მიმართ, მისი პროფესიული საქმიანობის გამო, განხორციელებული დევნისა და დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით მუქარის ფაქტზე სამი პირი დააკავეს. დანაშაული სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები