საქალაქო სასამართლოსთან, სადაც ვახო სანაიაზე თავდამსხმელების პროცესი უნდა გაიმართოს, გია გაჩეჩილაძე მივიდა

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც დღეს “ფორმულას” ჟურნალისტზე, ვახო სანაიაზე თავდამსხმელების პროცესი უნდა გაიმართოს, გია გაჩეჩილაძე, იგივე “უცნობი” მხარდამჭერებთან ერთად მივიდა.

მისი თქმით, 2 000-მდე ხელმოწერა მიიტანა, რათა თავდასხმაში ბრალდებულებს თავდებში ჩაუდგნენ.

“თქვენ რა იცით, რომ ესენი მოძალადეები არიან, ბრალდება შეიძლება, ნებისმიერი იყოს, მაგრამ სანამ განაჩენი არ გამოვა, ესენი არ არიან მოძალადეები”, – აღნიშნა გაჩეჩილაძემ.

ჟურნალისტ ვახო სანაიასა და მის ნათესავს 3 პირი თავს 25 თებერვალს დაესხა, სამივე დაკავებულია.

მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 151-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები