ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ოპოზიციური პარტიების ლიდერებს ხვდება
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი ოპოზიციური პარტიების ლიდერებს ხვდება.
პარლამენტის წევრისა და პარტიის “ლელო საქართველოსთვის” გენერალური მდივნის – ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ლიეტუვის მინისტრთან შეხვედრა არის შესაძლებლობა, რომ მეგობარი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს ქვეყანაში არსებული კრიზისიდან გამოსვლის ხედვები გააცნონ.
“ვერ გეტყვით კონკრეტულად, ბატონ მინისტრს რა კითხვები ექნება, ამაზე წინასწარ ძნელია, რა თქმა უნდა, საუბარი. მაგრამ ეს არის შესაძლებლობა, რომ ჩვენი უახლოესი მეგობარი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს გავაცნოთ ჩვენი ხედვა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა გამოვიდეთ იმ კრიზისიდან, რომელშიც ვართ ჯერ კიდევ, მიუხედავად შეთანხმებისა, რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ლიეტუვის მხარდაჭერას საქართველოსთვის”, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.