“იქნებ, ერთად მოვძებნოთ რაღაც გამოსავალი” – სალომე სამადაშვილი ნიკა მელიასთან შესახვედრად ციხეში მივიდა
დეპუტატი, სალომე სამადაშვილი “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერთან, ნიკა მელიასთან შესახვედრად სასჯელაღსრულების დაწესებულებაში უკვე მივიდა.
სამადაშვილი მელიასთვის ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით გამოკვეთილი პოზიციების გაზიარებას გეგმავს.
“იმის გათვალისწინებით, რომ ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრია ქვეყანაში ჩამოსული, ნიკას სასამართლოა და შესაძლებლობები არის რომ ვისაუბროთ. გადავწყვიტე, რომ უმჯობესია, მას შევხვდე და ერთად განვიხილოთ, რა შესაძლებლობები არსებობს მისი თვალთახედვიდან. გავუზიარო, რა ვითარებაა, როგორი განწყობა გამოიკვეთა პარლამენტში შესული დეპუტატების მხრიდან, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ამნისტიის პროექტთან დაკავშირებით და, იქნებ, ერთად მოვძებნოთ რაღაც გამოსავალი”, – აცხადებს სალომე სამადაშვილი.