თურქეთის პარლამენტმა ჯო ბაიდენის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარება დაგმო

„თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეა გულისტკივილით და მკაცრად გმობს აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ 24 აპრილს გამოთქმულ შენიშვნებს, რომელიც უკავშირდება 2015 წლის მოვლენებთან დაკავშირებით სომხური ლობის პრეტენზიების მიღებას. ჩვენ კატეგორიულად უარვყოფთ ამ უსაფუძვლო ცილისწამებებს, რომლებსაც სხვა მიზანი არ აქვთ, გარდა პოლიტიკური მოტივით ისტორიის დამახინჯებისა“, – ნათქვამია პოლიტიკური პარტიების ერთობლივ განცხადებაში.

პარლამენტი ჯო ბაიდენს მოუწოდებს, გამოასწოროს მისი შეცდომა და 1915 წლის მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებები შეცვალოს.

„ჩვენ მას მოვუწოდებთ, მხარი დაუჭიროს თურქი და სომეხი ხალხების მშვიდობიან, სტაბილურ და უსაფრთხო ცხოვრებას“, – აღნიშნავენ თურქი კანონმდებლები.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხთა გენოციდი ოფიციალურად აღიარა. პრეზიდენტმა აღნიშნული განცხადება სომეხთა მასობრივი მკვლელობის ხსოვნის დღეს გააკეთა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები