მიხეილ სარჯველაძე – გაკეთდება დათქმა, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების და მაკო გომურთან დაკავშირებული შემთხვევის ამნისტირებას გამორიცხავს

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, “ქართული ოცნების” ამნისტიის პროექტით, 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჩადენილი ყველა დანაშაული ამნისტირებას დაექვემდებარება, თუმცა გაკეთდება დათქმა, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების და მაკო გომურთან დაკავშირებული შემთხვევის ამნისტირებას გამორიცხავს.

პროექტის დარეგისტრირება დღეს იგეგმება.

“ამნისტირება გულისხმობს იმ ცნობილ მოვლენებთან დაკავშირებული ყველა სამართალდარღვევის ამნისტირებას, ოღონდ არ გულისხმობს ისეთი ტიპის სამართალდარღვევების ამნისტირებას, როგორიცაა მაგალითად, მაკო გომურის შემთხვევა. ეს ჩვენს მიერ ინიცირებულ პროექტში კონკრეტული გამონაკლისის სახით იქნება. ძირითადი განსხვავებული მოსაზრებები, რაც ოპოზიციასთან დარჩა, მდგომარეობს იმაში, რომ მათ კიდევ დამატებითი შეზღუდვების ჩადება სურდათ – კერძოდ კი, მომავალში სხვა კვალიფიკაციით აღძრულ საქმეებთან დაკავშირებით ამნისტიის გავრცელების გამორიცხავს.

ჩვენ გვექნება კიდევ დისკუსიები და იმედი მაქვს, ოპოზიციას ჩვენს მოსაზრებებზე დავითანხმებთ. ხელმოწერილ შეთანხმებაში მითითებულია ყველა სამართალდარღვევის ამნისტირების შესახებ, რომელიც 20-21 ივნისს უკავშირდება. ამნისტიის კონკრეტული მუხლებით დავიწროვების თაობაზე შეთანხმებაში მითითებული არ არის. ოპოზიციის მხრიდან არ არის სწორი შეთავაზება, რომ ამნისტია მხოლოდ იმ მუხლებზე გავრცელდეს, რომელიც მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებს ეხება”, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები